რუსეთის გაძლიერებული თავდასხმა უკრაინის აღმოსავლეთ დონბასის რეგიონში ასახავს “გენოციდის აშკარა პოლიტიკას”, – ამის შესახებ cnn-ის ინფორმაციით, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
„დონბასში ოკუპანტების ამჟამინდელ შეტევას შეუძლია რეგიონი დაუსახლებელი გახადოს“,_ თქვა ზელენსკიმ.
„მათ უნდათ პოპასნას, ბახმუტის, ლიმანის, ლისიჩანსკის და სევეროდონეცკის ფერფლად ქცევა ვოლნოვახასავით, მარიუპოლისავით. რუსეთის საზღვრებთან უფრო ახლოს მდებარე ქალაქებში, როგორიცაა დონეცკი და ლუგანსკი, რუსული ძალები “აგროვებენ ყველას, რომ შეავსონ საოკუპაციო კონტიგენტში დაღუპულთა და დაჭრილთა ადგილი”, _თქვა ზელენსკიმ.