უკრაინისთვის ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის გადაცემის შემდეგ რუსეთმა შესაძლოა ის დისტანციურად ააფეთქოს,_ ამის შესახებ განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გააკეთა.
მისი თქმით, რუსეთი ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ასაფეთქებლად ფორმას და მომენტს ეძებს.
„აფეთქებისთვის ისინი ფორმას და მომენტს ეძებენ. ვიცით, რომ ერთ-ერთ ვარიანტად განიხილავენ, რომ სადგურის უკრაინისთვის გადმოცემის შემდეგ ის დისტანციურად ააფეთქონ. რუსეთი უნდა გავაფრთხილოთ, რომ ამ გეგმის შესახებ ვიცით“, – განაცხადა ზელენსკიმ.