უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის საკითხს განიხილავს.- ამის შესახებ უკრაინის ლიდერმა ესტონეთის პრეზიდენტთან, ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„სხვათა შორის, მინდა ვთქვა, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროსგან შეთავაზება მივიღე, უკრაინასა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის საკითხი განვიხილო. პრესკონფერენციის შემდეგ, ამ საკითხზე ვიმუშავებთ. ასევე განვიხილავთ ქმედით ნაბიჯებს რუსეთის მხრიდან ესკალაციის საპასუხოდ“ – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
შეგახსენებთ, რომ 21 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა ოკუპირებული დონეცკის და ლუგანსკის ე.წ დამოუკიდებლობა აღიარა. მან ოკუპირებულ ტერიტორიაზე ჯარების შეყვანის ბრძანებაც გასცა. ბრძანებაში ნათქვამია, რომ ტერიტორიაზე ჯარები “მშვიდობის დამყარების მიზნით” შეჰყავთ.
[sexy_author_bio]