მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე ახლა დამოკიდებულია არა პოლიტიკურ, არა რაიმე პერსონალურ, არამედ სრულად ეთიკურ გადაწყვეტილებაზე… რასაც სუფთა და მყარი იურიდიული საფუძველი აქვს.
თუ ადამიანს სჭირდება სამედიცინო დახმარება, თუ ამაზე სიცოცხლეა დამოკიდებული, ეს ნიშნავს, რომ ეს ნაბიჯი აუცილებელია. ვიცი, რომ მიხეილის ადვოკატებმა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სასწრაფო მიმართვა შეიტანეს, რათა მან შესაბამისი მკურნალობა მიიღოს. და როგორც ჩანს, ეს არის ერთადერთი გზა მისი სიცოცხლის გადასარჩენად.