უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ აშშ-ის შუამავლობით უკრაინასა და რუსეთს შორის სამმხრივი მოლაპარაკებების ახალი რაუნდი აბუ-დაბიში 4 და 5 თებერვალს გაიმართება და დასძინა, რომ კიევი „არსებითი დისკუსიისთვის“ მზადაა.
„ჩვენმა მომლაპარაკებელმა ჯგუფმა ანგარიში ახლახან წარადგინა. შემდეგი სამმხრივი შეხვედრების თარიღები დანიშნულია – 4 და 5 თებერვალი აბუ-დაბიში“, – დაწერა მან X-ზე.
“უკრაინა მზადაა არსებითი დისკუსიისთვის და ჩვენ დაინტერესებულები ვართ იმის უზრუნველსაყოფად, რომ შედეგი ომის რეალურ და ღირსეულ დასრულებას დაგვაახლოებს”,_ წერს ზელენსკი.

























































