უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაადასტურა, რომ კიევსა და ვაშინგტონს შორის სასარგებლო წიაღისეულის შესახებ „ჩარჩო შეთანხმება“ მიღწეულია.
მისი თქმით, შეთანხმების ტექსტში სათანადოდ არის ასახული ის ძირითადი საკითხები, რაც მან ამერიკულ მხარესთან მოლაპარაკებების დროს წამოჭრა.
„ჩემთვის მთავარი ის იყო, რომ ჩვენ არ ვართ მოვალეები _ ხელშეკრულებაში არ არის ნახსენები არც 500 მილიარდი, არც 350 და არც 100 მილიარდი ვალი. ეს უსამართლობა იქნებოდა”.
ზელენსკიმ, ასევე, განაცხადა, რომ შეთანხმებაში არ არის გაწერილი უსაფრთხოების გარანტიები იმ ფორმით, როგორიც უკრაინას სურდა, მაგრამ ისინი იქ არის ნახსენები.
„ჩარჩო შეთანხმებაში არ დევს უსაფრთხოების ყველა გარანტია, რისი ნახვაც უკრაინას სურდა, თუმცა, წინადადება გარანტიებზე იქ არის“, +_ განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.