უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ რუსეთი უკრაინაზე არ გაჩერდება, რადგან ის ყოფილ სსრკ-ის მთლიან ტერიტორიას თავისად მიიჩნევს. ამის შესახებ მან ლუქსემბურგის პრემიერ-მინისტრთან ქსავიერ ბეთელთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი აზრით, რუსეთი იქამდე არ გაჩერდება, ვიდრე ყოფილ საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე კონტროლს არ აღადგენს.
„ამიტომ, ჩვენ გვესმის, რომ თუ ჩვენი სახელმწიფო ვერ გაუძლებს ასეთ ზეწოლას, მაშინ ჩვენს შემდეგ, ჩვენი მეზობლები, სხვა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები შეიძლება, აღმოჩნდნენ რუსეთის ფედერაციის თავდასხმის საფრთხის ქვეშ“, – განაცხადა ზელენსკიმ.