28 თებერვალს. თეთრ სახლში გამართული სკანდალური შეხვედრის მიუხედავად, ტრამპი და ზელენსკი ისევ შეხვდებიან ერთმანეთს.
დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი ამუშავებენ სამშვიდობო გეგმას ომის დამთავრების შესახებ _ ეს ინიციატივა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 4 მარტს მოიწონა, _ იუწყება Daily Mail.
დიპლომატიური წყაროები იუწყებიან, რომ კირ სტარმერი და ემანუელ მაკრონი, მზად არიან, ზელენსკისთან ერთად ვაშინგტონში უკვე მომავალ კვირაში წავიდნენ, რათა ტრამპს წარუდგინონ სამშვიდობო გეგმის “ერთიანი ფრონტი“.
ამავე დროს, სტარმერი შეეცდება, დააჯეროს ტრამპი, საქმეში ჩართოს უსაფრთხოების ამერიკული სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს ბრიტანეთის, საფრანგეთის და სხვა ქვეყნების მიერ უკრაინაში გაგზავნილი სამშვიდობოების დაზღვევას და დაიცავს მათ რუსეთის სამხედრო აგრესიისგან. სტარმერი დარწმუნებულია, რომ „სრული სიგიჟე“ იქნება ბრიტანელი მშვიდობისმყოფელების გაგზავნა უკრაინაში აშშ-ს მხარდაჭერის გარეშე.