რუსული დაბომბვის გამო კიევის გარეთ ბოროდიანკის რაიონში მცხოვრები ხალხის ევაკუაცია ვერ მოხერხდა, მაგრამ მთავრობა ამ მცდელობებს არ მიატოვებს. ამის შესახებ განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გააკეთა.
“შაბათს რვა ჰუმანიტარული დერეფანი გაიხსნა. სულ გადაარჩინეს 6623 ადამიანი. ოკუპანტების მიერ დაბომბვის გამო, ჩვენ ვერ მოვახერხეთ ხალხის გამოყვანა ბოროდიანკადან. მაგრამ ჩვენ არ მივატოვებთ ამ მცდელობებს.უკრაინელები ბერვიციიდან, ბუჩადან და ბოჰდანივკადან ბროვარში გადაიყვანეს. ხალხი გადაიყვანეს ბახმუტში ლისიჩანსკიდან, პოპასნადან, სევეროდონეცკიდან და რუბიჟნედან ლუგანსკის რეგიონში. მარიუპოლის 4000-ზე მეტმა მაცხოვრებელმა მოახერხა გაქცევა ზაპოროჟიაში”, – თქვა ზელენსკიმ.
მან აღნიშნა, რომ ხერსონის რეგიონის ქალაქებში ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება ამ დროისთვის შეუძლებელია.
“რუსულმა ჯარებმა დაბლოკეს ჩვენი კოლონას მოძრაობა. რატომ? მათი მიზანი არ შეცვლილა – ისევე ცდილობენ თავიანთ პროპაგანდაში წარმოაჩინონ, რომ უკრაინამ მიატოვა თავისი მოქალაქეები ყოველგვარი აუცილებლობის გარეშე. თითქოს რუსეთი მუდმივად იხსნის მათ“, – განაცხადა პრეზიდენტმა.