უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმერ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინას ნატოში დაჩქარებული წესით მიღების შესახებ განაცხადი შეაქვს,_ აღნიშნული განცხადება, უკრაინის ლიდერმა ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა
,,დე ფაქტოდ უკვე გავიარეთ ჩვენი გზა NATO-სკენ. დე ფაქტოდ უკვე დავამტკიცეთ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სტანდარტებთან თავსებადობა. ისინი რეალურია უკრაინისთვის – რეალურია ბრძოლის ველზე და ჩვენი ურთიერთობის ყველა ასპექტში.
ჩვენ ვენდობით ერთმანეთს, ვეხმარებით ერთმანეთს და ვიცავთ ერთმანეთს. სწორედ ესაა ჩრდილოატლანტიკური ალიანსი.
დე ფაქტო. დღეს უკრაინა აცხადებს, რომ ის დე იურე გახდეს. ისე, რომ ჩვენი ვალდებულებაა დავიცვათ მთელი ჩვენი საზოგადოება.
ვდგამთ ჩვენს განმსაზღვრელ ნაბიჯს NATO-ში დაჩქარებული წესით გაწევრიანების შესახებ უკრაინის განაცხადზე ხელმოწერით.“ – ამბობს ზელენსკი
შესაბამის დოკუმენტს ხელი პრეზიდენტმა ზელენსკიმ, პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა და რადას თავმჯდომარემ, რუსლან სტეფანჩუკმა მოაწერეს.
ავტორი