არჩევნები უკრაინაში არ შეიძლება ჩატარდეს მანამ, სანამ ომი არ დასრულდება, ან კანონმდებლობა არ შეიცვლება,_ ამის შესახებ ukrinform- ის ინფორმაციით, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
„არჩევნები საომარი მდგომარეობის დასრულებისთანავე ჩატარდება – ეს კანონის მიხედვითაა. ან პარლამენტის წევრებმა უნდა შეიკრიბონ და შეცვალონ კანონმდებლობა, რაც ძალიან რთული იქნება, რადგან საზოგადოება ამის წინააღმდეგია“,_ აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.





























































