უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი თვლის, რომ ომის დამთავრების ან უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის პერსპექტივა დამოკიდებულია ევროპის სურვილზე, იყოს უფრო მკაცრი რუსეთის მიმართ,_ ამის შესახებ მან პოლონურ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა 15 იანვარს ვარშავაში ვიზიტისას, იუწყება European Pravda.
„დარწმუნებული ვარ, რუსეთს ეშინია აშშ-ის, ჩინეთის და გაერთიანებული ევროპის. ევროპა უკრაინის არმიის გარეშე ვერ უმკლავდება რუსეთის ჯარს, რადგან რუსული არმია რიცხოვნობით უფრო დიდია. რუსეთს მეტი იარაღი, მეტი ხალხი აქვს. და უფრო ბრუტალურია ვიდრე ევროპელები.” – ჩამოთვალა სახელმწიფოს მეთაურმა.
მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროპელები ცხოვრობენ დემოკრატიაში და რუსეთისგან განსხვავებით „არ იციან რა არის ომი“.
“და უკრაინის არმიის გარეშე, ევროპას, სამწუხაროდ, დღეს არ აქვს შანსი რუსეთის წინააღმდეგ. პუტინმა ეს იცის და თავის წრეში საუბრობს. ამიტომ, თუ უკრაინა თავს არ დაიცავს, ის სწრაფად გადავა. ეს ფაქტია,” _ მიიჩნევს ზელენსკი.
მან ევროკავშირს მოუწოდა იყოს “სამჯერ უფრო პრაგმატული” და გაზარდოს იარაღის წარმოება – როგორც უკრაინისთვის, ასევე საკუთარი თავისთვის – რათა “პუტინს გაუსწროს”.