უსაფრთხოების გლობალურმა არქიტექტურამ ვერ იმუშავა, ეს კონფლიქტი არ იარსებბედა – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
,,ბოლო პერიოდში მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილიდან ვრცელდება ინფორმაცია კონფლიქტური სიტუაციებისა და სხვადასხვა გეოგრაფიულ ადგილებში არსებული საფრთხეების შესახებ, იქნება ეს ბალკანეთი, ტაივანი თუ სამხრეთ კავკასია. ყველა ეს კონფლიქტი განსხვავებულად გამოიყურება, თუმცა მათ ერთი ფაქტორი აერთიანებს, სახელწოდებით: უსაფრთხოების გლობალურმა არქიტექტურამ ვერ იმუშავა. მას რომ ემუშავა, ყველა ეს კონფლიქტი არ იარსებებდა და ეს არის ის, რაზეც უკრაინა ყურადღებას არა მხოლოდ სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან 161 დღეს, არამედ წლებია ამახვილებს”,_ თქვა ზელენსკიმ.