„24 თებერვლიდან მოყოლებული, პოლონეთის მხარდაჭერა უკრაინის მიმართ უპრეცედენტოა – არასდროს ამ მასშტაბის ჩვენს საერთო ისტორიაში. ლიტვა ჩვენთანაა – უპრეცედენტო დონეზეც. ბალტიისპირეთის ყველა ქვეყანა ჩვენთანაა. ჩრდილოეთ ევროპა ჩვენთანაა. გერმანია სიცოცხლის ერთ-ერთი მთავარი დამცველია. საფრანგეთი ჩვენთანაა. გაერთიანებული სამეფო ჩვენთანაა. ცენტრალური ევროპის თითქმის მთელი ნაწილი ჩვენთანაა. იტალია ჩვენთანაა. ესპანეთი და პორტუგალია, სამხრეთ ევროპის ქვეყნები, ჩვენთან არიან. რუმინეთი და მოლდოვა ჩვენთან არიან. 1863 წელს ამბოხებულებს ასეთ ერთიანობაზე ოცნებაც კი არ შეეძლოთ – დღეს კი ეს ერთიანობა მუშაობს“, – განაცხადა ukrinform-ის ინფორმაციით, უკრაინის პრეზიდენტმა ვილნიუსში სიტყვით გამოსვლისას.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროპელმა პოლიტიკოსებმა უნდა დააფასონ ის ფაქტი, რომ ისინი წარმოადგენენ თავისუფალ და დამოუკიდებელ სახელმწიფოებს და დღეს არ უწევთ იმპერიების ან ოკუპანტების წინააღმდეგ აჯანყებების ლიდერებად მოქმედება.
ამავდროულად, ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ჯერ ნაადრევია მოდუნება, რადგან რუსეთის საომარი მანქანა აგრძელებს მუშაობას და ევროპის მახლობლად დიქტატორები არ სუსტდებიან.
„ჩვენი მოწოდება მარტივია: ეს ერთიანობა 100 პროცენტით ეფექტური უნდა იყოს. არა ნახევრად. არა წელიწადში რამდენიმე თვის განმავლობაში. არა შემდეგ არჩევნებამდე რომელიმე ევროპულ ქვეყანაში. არამედ სრულად ეფექტური. არა ის, რაც მოსახერხებელია. არა ის, რაც მისაღები ჩანს. არამედ იმდენი, რამდენიც საჭიროა სამუშაოდ – რათა საფრთხე არ შეექმნას ევროპას ან ჩვენს რომელიმე ერს“, – დასძინა უკრაინის სახელმწიფოს მეთაურმა.




























































