„ვფიქრობ, ზუსტად ჩემი მისიაა დონბასში ომის შეწყვეტა“,_ განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმერ ზელენსკიმ.
როგორც UNIAN იუწყება, უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე ბევრი ადამიანია, რომლებიც თავს უკრაინელებად თვლიან. ასევე არიან ადამიანები, რომლებსაც არ შეუძლიათ ახლობლების დატოვება ოკუპირებულ ტერიტორიებზე.
ზელენსკიმ იმაში, რომ ოკუპირებული ტერიტორიიდან ადამიანებს გადაადგილების უფლება არ აქვს ხელისუფლება დაადანაშაულა.
„მათ უნდა იცოდნენ, რომ არ დავტოვებთ და აუცილებლად ტერიტორიებს მათთან ერთად დავიბრუნებთ. თუ დონბასში ვინმე ფიქრობს, რომ უკრაინელი არ არის, ეს მისი ხედვაა და არ შემიძლია მის ტვინში მოხვედრა და რამის ახსნა“,_ განაცხადა ზელენსკიმ.
პრეზიდენტის განცხადებით, თუ ქვეყანას წინ დიდი გზა აქვს გასავლელი ტერიტორიის დასაბრუნებლად ხალხი პრიორიტეტული იქნება და მათ უკრაინაში ყოფნის საშუალება უნდა მისცენ.