უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა აღუდგინა. მომხდარის შესახებ ინფორმაციას The Politico ავრცელებს.
ცნობისთვის, უკრაინის მოქალაქეობა მიხეილ სააკაშვილს უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ მიანიჭა, შემდეგ კი ჩამოართვა.
მოქალაქეობის დაბრუნებისთვის მიხეილ სააკაშვილი იუთუბზე ვიდეოს ავრცელებს, სადაც ზელენსკის მადლობას უხდის.
გარდა ამისა, სააკაშვილი ფეისბუქზე აქვეყნებს პოსტს, სადაც ამბობს, რომ ვარშავის საელჩოში პირადობის მოწმობა მას უკვე გადასცეს, საიდანაც აეროპორტში მიდის, შემდეგ კი კიევში გაემგზავრება.