გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო თელეთში ოჯახური დაპირისპირება მოხდა, რა დროსაც შვილმა დედა დაჭრა. ინფორმაციას ამის შესახებ იმედინიუსი ავრცელებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სავარაუდო დამნაშავე უკვე დაკავებულია.
გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 117-ე მუხლით, რაც გულისხმობს ოჯახური ძალადობის ნიადაგზე ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას.


































































