როგორც ზემოსურებიდან გვატყობინებენ, მთავარი გზის წმენდა დაიწყეს. ამ წუთებში თოვაც შეწყდა და მოქალაქეებს იმედი მიეცათ.
ზემოსურები ჩოხატაურში მაღალმთიანი სოფელია, დიდი თოვლი აქ ჩვეულებრივი ამბავია, მოსახლეობა სხვა დროს ხელისუფლების ხელშეწყობის გარეშეც უმკლავდება დიდთოვლობას, მაგრამ ამჯერად თოვლის საფარმა მოსახლეობას ერთმანეთის დახმარების შესაძლებლობა შეუზღუდა.

































































