ახალგაზრდა მსახიობი ზენდეიას ნიჭი და ინტერესები მხოლოდ მსახიობობითა და მოდით არ შემოიფარგლება.
ცოტა ხნის წინ ინტერვიუში ზენდეიამ აღნიშნა, რომ მომავლისთვის კონკრეტული გეგმები არასდროს აქვს და მხოლოდ იმას აკეთებს, რაც როგორც ხელოვანს შთააგონებს და აბედნიერებს. ამჟამად კი ყველაზე მეტად რეჟისორობა იზიდავს.
კითხვაზე, თუ რისი გადაღება უნდოდა, ზენდეიამ აღნიშნა, რომ ორი შავკანიანი გოგოს სიყვარულის ისტორიის გადაღებაზე ფიქრობს.
“არ მინდა, იმაზე ღრმა იყოს, ვიდრე, უბრალოდ, ორი ადამიანის სიყვარულის ისტორია. რაღაც მარტივი და ლამაზი იქნება, რომელიც გაბედნიერებს და თავადაც განდომებს, რომ შეგიყვარდეს“, – განაცხადა ზენდეიამ.
[sexy_author_bio]