სასკოლო სპორტული ოლიმპიადის 2023 დასკვნით შეხვედრაში აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს ჩემპიონი გუნდები დაუპირისპირდნენ ერთმანეთს.
დასავლეთ საქართველოს სახელით ფინალურ შეხვედრაზე მე-3 საჯარო სკოლის გუნდი,ხოლო აღმოსავლეთის სახელით თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ წინანდალის საჯარო სკოლა ასპარეზობდნენ, სადაც საქართველოს ჩემპიონი ზესტაფონის გუნდი გახდა.
საქართველოს პირველობა მე-3 საჯარო სკოლის გუნდს ზესატაფონის საკრებულოს თავმჯდომარემ, ვახტანგ ღამბაშიძემ, მუნიციპალიტეტის მერმა, ვასილ გველესიანმა და მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებმა მიულოცეს. ️️
ადგილობრივი თვითმმართველობის გადაწყვეტილებით, გამარჯვებული გუნდი ერთკვირიან ტურზე მათ მიერ შერჩეული მარშრუტით გაემგზავრება.
საუკეთესო მოთამაშის პრიზი, სასკოლო სპორტულ ოლიმპიადაზე, მე- 3 სკოლის გუნდის წევრს, ელისაბედ მუმლაძეს გადაეცა.
ავტორი