ზესტაფონში მდინარე ძუსაში მაშველებმა მოზარდის ცხედარი იპოვეს. ფაქტი ცოტა ხნის წინ მოხდა.
სავარაუდოდ, ის ორი დღის წინ გაუჩინარებული 18 წლის ბიჭია. ცხედარს ექსპერტიზაზე გადაასვენებენ და დაზუსტებული ინფორმაცია მოგვიანებით იქნება ცნობილი.
თორნიკე მესხი მდინარეში 17 ივლისს ჩავარდა. მას სამი დღის განმავლობაში მეხანძრე-მაშველები და მყვინთავები ეძებდნენ.