ზეთისხილი გვეხმარება არა მხოლოდ სისხლში შაქრის დონის კონტროლში და წონის რეგულირებაში, როგორც ბოლო კვლევებმა აჩვენა, არამედ აქვს მაღალი კვებითი ღირებულება, რაც დიეტის შესანიშნავ დანამატად აქცევს.
საშუალოდ, 100 გრამი ზეთისხილი შეიცავს დაახლოებით 115 კალორიას. 0, 8 გ ცილა, 11 გ ცხიმი, 6 გ ნახშირწყლები, 1, 6 გ უჯრედისი, 8 მგ კალიუმი, 88 მგ კალციუმი, 3, 3 მგ რკინა.
ვიტამინი E: აუცილებელია ჯანსაღი კანის შესანარჩუნებლად და უჯრედების დასაცავად ოქსიდაციური სტრესისგან.
ვიტამინი K: მნიშვნელოვანია სისხლის ნორმალური შედედებისთვის და ძვლების ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად.
რკინა, სპილენძი, კალციუმი: ეს მინერალები ჰემოგლობინის ფორმირებას ხელს უწყობს, სისხლძარღვების და ძვლების ჯანმრთელობას ინარჩუნებს.
ზეთისხილი შეიცავს პოლიფენოლებს, რომლებიც იცავს უჯრედებს დაზიანებისგან და ამცირებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისა და კიბოს განვითარების რისკს.
ზეთისხილში ჭარბობს მონო უჯერი ცხიმოვანი მჟავები, კერძოდ ოლეინის მჟავა. ეს ცხიმი ორგანიზმში ანთების შემცირებას ხელს უწყობს, გულის და ნაწლავების ჯანმრთელობაზე სასარგებლო ეფექტი აქვს. ოლეინის მჟავა ამცირებს ცუდ ქოლესტერინს და არტერიულ წნევას.
ზეთისხილის და ზეითუნის ზეთის მცენარეული ნაერთები ხელს უშლის ძვლის დაკარგვას, რითაც ამცირებს ძვლის მოტეხილობის და ოსტეოპოროზის რისკს.
ზეთისხილში ნაპოვნ ერთ-ერთ პოლიფენოლს, ოლეოკანტალს აქვს იბუპროფენის მსგავსი ანთების საწინააღმდეგო ეფექტი.
ავტორი





























































