დღეს, გრიგოლეთში ზღვამ მამაკაცის ცხედარი გამორიყა.
როგორც „გურია ნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, დაღუპული მამაკაცი ურეკში ზღვაში სამი დღის წინ შესულა და ახლობლები მას შემდეგ ეძებენ. იგი 62 წლისაა და აზერბაიჯანის მოქალაქეა.