ზღვაში კაცი დაიხრჩო. შემთხვევა სარფში მოხდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია “აჭარა news ” ავრცელებს.
თვითმხილველების თქმით, ზღვაში შენიშნეს კაცი, რომელიც გამოსვლას ვერ ახერხებდა და 112-ში დარეკეს.
40 წლამდე ასაკის კაცი წყლიდან უგონო მდგომარეობაში გამოიყვანეს. ადგილზე მას აღმოუჩინეს დახმარება, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. შემთხვევის ადგილზე სამაშველო სამსახურისა და სასწრაფო- სამედიცინო დახმარების ბრიგადები იმყოფებოდნენ.