ინგლისელი მეთევზეების ბადეში გიგანტური ასთაკვი მოჰყვა. უზარმაზარი მოლუსკი რესტორანში აღარ ჩააბარეს და სახელად “კლანჭი” უწოდეს.
იგი ამჟამად მეთევზის აკვარიუმში ნებივრობს. სანამ ასთაკვს ზომავდნენ და წონიდნენ, “მწვალებლების” მარწუხებში მოქცევას ცდილობდა. ბოლოს, გამწარებულმა “კოკა-კოლას” ცარიელი ქილა მოიხელთა და თვალის დახამხამებაში გაგლიჯა…
“კლანჭი” 60 წლისაა. ამხელა ასთაკვი ჩვენში არავის უნახავს. ბავშვები მისით აღტაცებული არიან. შემოდგომაზე ბებერ გოლიათს აუცილებლად ზღვაში გავუშვებთ”, – ამბობენ მეთევზეები.