რუსეთისა და უკრაინის ოფიციალურ პირებს შორის ამერიკის შეერთებული შტატების შუამავლობით გამართული მოლაპარაკებები ჟენევაში დასრულდა.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოლაპარაკებებს რთული უწოდა და რუსეთი “მოლაპარაკებების გაჭიანურების მცდელობაში” დაადანაშაულა.
“გუშინ სხვადასხვა ფორმატში შეხვედრები გაიმართა – როგორც ორმხრივი, ასევე მრავალმხრივი ფორმატებით უკრაინასა და შეერთებულ შტატებს შორის. კერძოდ, მოლაპარაკებები გაიმართა უკრაინის, ამერიკის და რუსეთის წარმომადგენლებს შორის. უკრაინის დელეგაცია, ამერიკულ გუნდთან ერთად, ასევე შეხვდა ევროპელ წარმომადგენლებს – დიდი ბრიტანეთიდან, საფრანგეთიდან, გერმანიიდან, იტალიიდან და შვეიცარიიდან.
ჩვენ ევროპის მონაწილეობას პროცესში აუცილებლად მივიჩნევთ სრულიად განხორციელებადი შეთანხმებების წარმატებით განხორციელებისთვის – უკრაინას ეჭვი არ ეპარება, რომ პარტნიორებს შეუძლიათ უზრუნველყონ მოლაპარაკების პროცესის კონსტრუქციულობა და, შესაბამისად, ღირსეული შედეგი.
გუშინდელი შეხვედრები მართლაც რთული იყო და შეგვიძლია ვთქვათ, რომ რუსეთი ცდილობს გააჭიანუროს მოლაპარაკებები, რომლებიც უკვე შეიძლებოდა საბოლოო ეტაპზე მისულიყო”,_ აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.






























































