ფრანგ მსახიობს ჟერარდ დეპარდიეს სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებენ.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ფრანგ მსახიობს ბრალი წაუყენეს პარიზის სასახლეში 22 წლის მსახიობის გაუპატიურებისა და სექსუალური ძალადობის ბრალდებით. შემთხვევა 2018 წელს მოხდა.
პარიზის პროკურატურამ წინასწარი გამოძიება 2018 წლის ზაფხულში დეპარდიეს წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებების შესახებ დაიწყო, მაგრამ მტკიცებულებების არარსებობის გამო შეწყდა.
გამოძიება გასულ ზაფხულს განახლდა და დეკემბერში 72 წლის დეპარდიეს ბრალი წაუყენეს, განუცხადა AFP– ს სასამართლო წყარომ სამშაბათს.
დეპარდიეს ადვოკატმა, ჰერვე ტემიმემ განუცხადა AFP- ს, რომ მსახიობი, თავისუფალია, მაგრამ სასამართლოს მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება და “მთლიანად უარყოფს ბრალდებებს”.
გამოძიებასთან ახლოს მყოფი წყაროს თანახმად, დეპარდიე ახალგაზრდა ქალის მამასთან მეგობრობს და “მისი ფრთის ქვეშ ჰყავდა”, რჩევებს აძლევდა მსახიობის კარიერის დაწყების შესახებ.
გავრცელებული ინფორმაციით, გოგო ამტკიცებს, რომ დეპარდიემ მასზე სექსუალურად იძალადა სპექტაკლის არაფორმალური რეპეტიციის დროს. ადვოკატს ამის შესახებ კომენტარი არ გაუკეთებია.