რუსეთის დუმის დეპუტატი, „ლიბერალ-დემოკრატიული“ პარტიის ლიდერი ვლადიმერ ჟირინოვსკი ხელისუფლებას სთავაზობს, ახალი წელს უკრაინა დაბომბონ. ამის შესახებ ჟირინოვსკიმ რუსეთის პირველი არხის ეთერში განაცხადა.
„დილის ოთხ ან ხუთ საათზე, როცა უკვე ყველა მთვრალია, აუცილებელი არ არის ყველა მათგანის დაბომბვა, მაგრამ აუცილებელია ვინმეს დასჯა და დაშინება“, – განაცხადა ჟირინოვსკიმ.
პოლიტიკოსმა აღნიშნა, რომ ის პირადად მსგავს დარტყმას გაახორციელებდა, რუსეთის პრეზიდენტის პოსტზე რომ ყოფილიყო.