სახალხო დამცველის მოადგილე გიორგი ბურჯანაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ იურიდული კომიტეტის სხდომიდან ჟურნალისტები “რაგბის ილეთებით“ გაჰყავთ.
“ესეთი არაფერი მინახავს:
შესვენება გამოცხადდა იურიდიულ კომიტეტში და ამ დროს ჟურნალისტები (უმეტესად გოგოები) გაიყვანეს რაგბის ილეთებით.
ან რა მიზანი ქონდა ამას, ან ვის მოაფიქრდა, ან ესეთი მიძალება რა საჭირო იყო. რამე კრიმინალი ხდებოდა, რამე იწვოდა თუ რა ვერ გავიგე“-წერს სოციალურ ქსელში გიორგი ბურჯანაძე.