ელისო კილაძე ფეისბუქზე წერს, რომ „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნებს აშშ-ს ხელისუფლება სანქციებს დაუწესებს.
„ახლა მივიღე ინფორმაცია ამერიკიდან: ელჩი ბაქრაძე დილით სტეიტდეპ–შია დაბარებული (თბილისის დროით 17:30).
ხუთშაბათს კონგრესზე (ჯერ წარმომადგენლობითი პალატა, შემდეგ სენატი) სანქციებზე იქნება მსჯელობა და პარასკევიდან შეიძლება ამოქმედდეს.
ოღონდ, სანქციები შეეხებათ ხელისუფლების მაღალჩინოსნებს _ ღარიბაშვილი, გომელაური, ზალკალიანი, ლილუაშვილი, ჩუბინიძე, შოთაძე“, _ წერს კილაძე ფეისბუქზე.
კილაძე არ ამბობს, შეეხება თუ არა ეს სანქციები ბიძინა ივანიშვილს.