პოლიციამ ჟურნალისტი, წამყვანი ირაკლი წულაია დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში მისი ძმა გაბრიელ წულაია ავრცელებს.
„ჩემი ალალი ძმა, ჟურნალისტი ირაკლი წულაია ახლა დაიჭირეს სახლთან, არასრულწლოვანი შვილი მიყავდა და ეზოში „ჩასაფრებულები“ იყვნენ ეტყობა, სავარაუდოდ გზის გადაკეტვის გამო დაიჭირეს! იმედია ზამთარში როგორც მოექცნენ და გაუერთიანეს ცხვირ-პირი უსამართლო ძალოვნებმა, იგივენაირად არ მოიქცევიან!
4 ოქტომბრის ე.წ. “მშვიდობიანი დამხობის” მერე საერთოდ სურვილი არ მქონდა ქუჩაში გასვლის, მაგრამ „ოცნება“ მაიძულებს, რომ შევცვალო ჩემი ძმა და დღეიდან მეც აქციაზე ვიქნები, ამ დაჭერებით კიდევ უფრო ცუდ შედეგებს მიიღებთ!” – წერს გაბრიელ წულაია.
































































