ქუთაისის მერიაში დაპირისპირებაა. მერიის დერეფანში სამართალდამცველები არიან მობილიზებული. მიზეზი ადგილობრივი ჟურნალისტის, ბუბა ჩივაძის პროტესტი გახდა, რომელმაც მერთან შეხვედრა მოითხოვა, ამ მოთხოვნით შიმშილობა დაიწყო და მერის კაბინეტში შევიდა, თუმცა იქიდან მალევე გამოიყვანეს.
ბუბა ჩივაძე ამჟამად სამართალდამცველებმა მერიიდან ძალის გამოყენებით გამოიყვანეს, ხელბორკილი დაადეს და პატრულის მანქანით წაიყვანეს. სხვა დეტალები ამ დროისათვის უცნობია. არსებული ინფორმაციით, ჩივაძე დაპირისპირების დროს შეუძლოდ გახდა.
წყარო: მთავარიტვ