საფრანგეთის ყოფილ პრეზიდეტს, ვალერი ჟისკარ-დ’ესტენს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ.
როგორც BBC იუწყება, გერმანელი ჟურნალისტი, ენ კატრენ სტრეკი ამბობს, რომ ინტერვიუს ჩაწერის დრო ვალერი ჟისკარ-დ’ესტენი დუნდულებზე რამდენჯერმე ხელით შეეხო.
შემთხვევა 2018 წელს მოხდა.
94 წლის ჟისკარ-დ’ესტენი ბრალდებას უარყოფს.
როგორც New York Times-თან საფრანგეთის რიგით მე-20 პრეზიდენტი ამბობს, მას მომხდარი არ ახსოვს, ბრალდებას შექმნილს უწოდებს და მედიის დაუსაბუთებელი თავდასხმის შემდეგ იურიდიულ მოქმედებას განიხილავს.
როგორც ჟურნალისტი ამბობს, ლიდერმა საუბრის დასრულების შემდეგ გუნდს ფოტოს გადაღება სთხოვა, რა დროსაც წელზე ხელი მოხვია და შემდეგ ქვემოთ ჩაუცურა.
ჟურნალისტის თქმით, ვერ შეძლო მისი ხელის მოშორება.
ექსპრეზიდენტმა შემდეგ სთხოვა ფოტოების გადახედვა. რა დროსაც ისევ შეეხო.
„ვდილობდი მისი ხელი მომეშორებინა და გაკვირვებული ვიყავი, როგორი ძლიერი იყო“,_ ამბობს ჟურნალისტი.
წასვლისას კი ყოფილმა პრეზიდენტმა მას ლოყაზე აკოცა და „ტკბილი ოცნებები“ უსურვა.
სტრეკის თქმით, მენეჯერებს მომხდარის შესახებ რამდენიმე დღის შემდეგ უთხრა, რომლებმაც იურიდიული ფირმა დაიქირავეს.