2024 წლის 26 ოქტომბერს, საქართველოს პარლამენტის არჩევნები ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ტარდება. ეს არის პირველი ფაქტი, როდესაც ქვეყნის მაშტაბით არსებულ უბნებზე (გამონაკლისების გარდა) ამომრჩეველი ხმას ელექტრონულად მისცემს.
სწორედ საარჩევნო ცვლილებზე იყო საუბარი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ლაითურში. სათემო ფონდის „ლოტუსის“ ოფისში „ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისთვის“ წარმომადგენელმა სოფლად მცხოვრებ ქალებთან და ახალგაზრდებთან საინფორმაციო შეხვედრა ჩაატარა. ყველაზე მეტი კითხვები შეხვედრაზე სწორედ იმ პროცესებზე იყო თუ რა ფორმატით ჩატარდება 2024 წლის 26 ოქტომბერს დაგეგმილი არჩევნები და რამდენად შეძლებს ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით ამომრჩეველი ხმის მიცემას. საარჩევნო პროცესი შეფერხებების გარეშე, რომ ჩაიარო ამისთვის არაერთი არასამათავრობო ორგანიზაცია, ცესკო, სამოქალაქო აქტივისტები არაერთ საინფორმაციო შეხვედრებს ატარებენ. ასევე ცესკოს ინიციატივით და ორგანიზებით ათასობით საარჩევნო უბანზე გაიმართა იმიტირებული არჩევნები. „ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისთვის“ საარჩევნო თემატიკაზე საინფორმაციო შეხვედრებს საქართველოს 6 რეგიონში USAID-ისა და IFES-ის ფინანსური მხარდაჭერით ატარებს.
|
Developed By Web Features 2024 © All rights reserved