ზიმბაბვეს საგარეო საქმეთა მინისტრი, სიბუსისო მოიო, კოვიდ 19-ისგან გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ზიმბაბვეში დაფიქსირებულია კორონავირუსის 28,675 შემთხვევა, გარდაცვლილია 825 ადამიანი.
გავრცელებული ინფორმაციით, ინფიცირების შემთხვევების ნახევარზე მეტი ახალი წლის შემდეგ დაფიქსირდა.