უკრაინელმა სამხედროებმა კუნძულ ზმეინიზე მტრის პოზიციებს შეუტიეს, შევიდნენ საკონტროლო ოთახში და საზენიტო სარაკეტო სისტემა Strela-10 გაანადგურეს. ამის შესახებ ინფორმაციას unian, უკრაინის არმიის სამხრეთის სარდლობაზე დაყრდნობით ავრცელებს.
სამხრეთის სარდლობის ცნობით, ახალი შეტევის შემდეგ ოკუპანტების დანაკარგი ზუსტდება.
“1 დღეში მტრის ჯამური დანაკარგია: 16 რაშისტი, 12 ტანკი და საავტომობილო ტექნიკის 4 ერთეული, აქედან 2 შეჯავშნული”,- ნათქვამია განცხადებაში.
ავტორი