ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში კანდიდატად გრიგოლ ვაშაძის წარდგენას პარლამენტის ყოფილი დეპუტატი ხათუნა ხოფერია ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ეხმაურება.
“ქართული ოცნება”!
გეყურება?!
ეგრე ვერ გამაბრაზებ, ზნეობას ვერ დამაკარგინებ, სულიერად ვერ დამცემ, ვერ გამაბ**ებ და გამათახსირებ, რომ გრიგოლ ვაშაძეს დავუდგე გვერდით!
ასეა ეს და იმედს ვიტოვებ, რომ კანდიდატს მაინც დააყენებთ ისეთს, რომელიც ჩვენ საერთო ღირსებასთან – 2012 წელთან იქნება ასოცირებული…
დანარჩენი მერე…”– წერს ხოფერია.
შეგახსენებთ, რომ გუშინ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრი გრიგოლ ვაშაძე საპრეზიდენტო კანდიდატად ათი ოპოზიციური პარტიის გაერთაინებამ „სამოქალაქო მოძრაობა – ძალა ერთობაშია” წარადგინა.