ფილმი “ბარბი” კინოთეატრებში გამოსვლიდან 2 კვირის შემდეგ ალჟირმა აკრძალა.
როგორც reuters იუწყება, კულტურის სამინისტრომ კინოთეატრებს ჰოლივუდის ბლოკბლასტერის დაუყონებლივ სეანსებიდან მოხსნა სთხოვა. ამის მიზეზად კი ის დასახელდა, რომ ფილმი ხელს უწყობს ჰომოსექსუალიზმს და არ შეესაბამება ალჟირის რელიგიურ და კულტურულ ღირებულებებს.
როგორც ცნობილია, ფილმი კინოთეატრის ვიზიტორებში დიდი პოპულარულობით სარგებლობდა და სეანსებზე ყველა ბილეთი გაიყიდა.
თუმცა, ალჟირი პირველი სახელმწიფო არაა, სადაც “ბარბი” აკრძალეს.
არაბულ სამყაროში იყო კრიტიკა ფილმის სოციალურ ღირებულებებთან დაკავშირებით, ქუვეითმა აკრძალა Barbie გასულ კვირას “საზოგადოებრივი ეთიკის” დასაცავად.
ფილმი, რომელშიც მთავარ როლებს ჰოლივუდის A-listers მარგო რობი და რაიან გოსლინგი ასრულებენ, არის მოზარდობის ისტორია, რომელიც დაფუძნებულია ბავშვთა სათამაშოზე, სადაც ბარბი მოგზაურობს რეალურ სამყაროში და იკვლევს მის ვინაობას.
“ბარბი” უფრო თბილად მიიღეს სხვა ქვეყნების ლიდერებმა, როგორიცაა დიდი ბრიტანეთი და ესპანეთი.
ფილმის გამოსვლის შემდეგ მან მსოფლიო მასშტაბით 1 მილიარდ დოლარზე მეტი (786 მილიონი ფუნტი) შემოსავალი მოიპოვა.