კურო
ზოდიაქოს ამ ნიშანს ახასიათებს აუჩქარებელი და ნელი ცხოვრების რიტმი. ეს ხალხი დაუფიქრებლად და იმპულსების კარნახით არასოდეს დგამს ნაბიჯებს.
ამიტომ კუროები ნაბიჯ-ნაბიჯ იკეთებენ კარიერას, აგროვებენ მატერიალურ დოვლათს და ქონებას.
მხოლოდ ამის მერე რისკავენ და დგამენ ნაბიჯს სერიოზული ურთიერთობებისკენ. აქედან გამომდინარე, ბევრი კურო, დიახაც, რომ ორმოცი წლის შემდეგ პოულობს საკუთარ იდეალურ მეწყვილეს.