ქალწული
ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულებს გასაოცარი ანალიტიკური აზროვნების უნარი გააჩნიათ. ამიტომ მათთვის, ფაქტობრივად, არაფერია შეუმჩნეველი გარშემო.
როგორც წესი, დეტალიზაციის ამგვარი უნარი ქალწულს ხშირად პრობლემასაც უქმნის, იმიტომ, რომ გარშემო მყოფები მას ხშირად, როგორც აუტანელ მეწვრილმანეს და “ტვინის ბურღს”, ისე აღიქვამენ.
სამაგიეროდ, ვერავინ და ვერასოდეს შეძლებს ქალწულის მოტყუებას. იგი დეტალების სიზუსტით იმახსოვრებს ნებისმიერ მოვლენას და ფაქტებს არასოდეს ამახინჯებს.
შესაბამისად, რომც ეცადოთ მის მოტყუებას, ყოველთვის მზად ექნება თქვენთვის “კონტრ-დარტყმის” სახით მტკიცებულებები და არც სამართალდამცველების დახმარებაზე იტყვის უარს. შესაბამისად, ფრთხილად ქალწულის გასულელებისას!