ქალწული
ასტროლოგები თვლიან, რომ ზოდიაქოს ამ ნიშანზე ყველაზე მეტი “შინაბერა” და “ბერბიჭა” იბადება.
ყველაფრის მიზეზი კი ქალწულისთვის დამახასიათებელი დეტალიზაციის უნარია და თვისება ყველაფერში ეძებოს იდეალი.
ქალწულების დიდი ნაწილი მეწვილმანე და ზედმეტად მოწესრიგებულია. სიყვარულიც, მათი აზრით, რაიმე ტიპის სისტემატიზაციას უნდა ექვემდებარებოდეს, ამიტომ ბევრი ქალწული ცდილობს პირად ურთიერთობაში გეგმის მიხედვით გაწეროს ყველაფერი.
ზუსტად აქ იწყება პრობლემები. ქალწულს ასტროლოგები ურჩევენ ცოტა უფრო ლოიალურად მოეკიდოს პარტნიორების შერჩევას. ამ ადამიანებმა უნდა გააცნობიერონ, რომ იდეალური და უნაკლო ამ ქვეყანაზე არავინაა და ამაოდ არ უნდა შეეცადონ სიყვარულის ობიექტის გადაკეთებას.