მერწყული
მერწყულებს მაისში ბევრ სხვადასხვა სფეროში გაუმართლებთ. მთავარი კი ჯანმრთელობის კუთხით გამართლება იქნება. ამ პერიოდის განმავლობაში თქვენ თავს ბევრად უკეთ იგრძნობთ. თუ დიდი ხანია გინდათ სპორტული აქტივობებით დაკავდეთ მაისი შესაფერისი პერიოდია ამისთვის. თქვენ მზად ხართ უკეთესობისკენ შეიცვალოთ. ამისთვის კი უბრალოდ ჯანსაღი პროდუქტები გჭირდებათ, შემდეგ კი იდეალური ფორმებიც თქვენი იქნება.
ტყუპები
საუკეთესო დროა იმ ტყუპებისთვის, რომლებიც ფინანსურ დამოუკიდებლობას ეძებენ. თუ თქვენ დიდი ხანია ოცნებობთ ცხოვრებამ ფინანსური კუთხით “საჩუქარი” მოგიმზადოთ, მაშინ მოემზადეთ მის მისაღებად, რადგან ეს თვე სწორედ ამისთვისაა. მაისი თქვენთვის გულუხვი იქნება. გექნებათ შესაძლებლობა წარმატებული შესყიდვების და ინვესტიციების. გარდა ამისა, ამ თვეში თქვენ მოგიწევთ მნიშვნელოვანი ფინანსური გადაწყვეტილების მიღება.
ვერძი
მოემზადეთ წარმოუდგენელი სიახლეებისთვის, რომელიც მაისში თქვენს ცხოვრებაში მოხდება და გაგაოცებთ. თქვენ შესაძლოა აგისრულდეთ ყველაზე დიდი ოცნება, რომელიც სახლს და ოჯახს ეხება. შესაძლოა თქვენ დიდი ხანია ოცნებობთ ახალ სახლში გადასვლაზე და სწორედ ახლაა ის დრო. მაისი თქვენი გეგმების განხორციელებისთვის შესაფერისი პერიოდია. ასე რომ იმოქმედეთ.
ქალწული
ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანები ამ თვეში უქმად არ იჯდებიან. ასტროლოგები მას კარიერაში დიდ წარმატებას უწინასწარმეტყველებენ. მაისში თქვენ გელოდებათ მოულოდნელი დაწინაურება, რომელიც თქვენს კარიერაში მნიშვნელოვანი ნახტომი იქნება. გარდა ამისა, შესაძლოა, ისეთ საქმეში აღმოჩნდეთ, რომელიც მალევე შედეგს გამოიღებს.