ტყუპი – არ გაგიკვირდეთ თუკი თქვენმა შვილმა საუბარი უფრო ადრე დაიწყო ვიდრე გამართულად ნაბიჯების გადადგმა. შესაძლოა მას სწრაფი მეტყველება აქვს ან სულაც ენობრივი დეფექტი, თუმცა მიუხედავად ამისა, სიტყვებს ავტომატის ჯერივით ისვრის. მიმართეთ მისი ნიჭი ტექნიკის სფეროში. დააინტერესეთ მანქანებით. ასწავლეთ მათემატიკა. ტყუპის გონება საოცრად სხარტი და გამჭრიახია. ის კარგი გამომძიებლური უნარითაა დაჯილდოებული. უბრალოდ უჭირს ენაზე კბილის დაჭერა დროზე, რაც სასურველია ბავშვობიდანვე ჩაუნერგოთ.
ქალწული – ასოციალური, საკუთარ თავში ჩაკეტილი და ცოტათი “განყენებული” ბავშვია. მას უყვარს მარტო თამაში, ინტერესდება კონსტრუქტორებითა და ფაზლების აწყობით. მოსწონს მულტფილმები, რომელიც ე.წ. “არასაბავშვო ანიმაციების” კატეგორიას განეკუთვნება.
საოცარი დაკვირვების და იმიტირების უნარი აქვს. ეს ნიშანი ბევრ კარგ ექიმს წარმოშობს, ამიტომ თქვენ შვილს სამომავლოდ კარგი იქნება სამედიცინო სფეროსკენ თუ მისცემთ ბიძგს. მისგან ასევე შეიძლება დადგეს იდეალური არქიტექტორი და მშენებელი.
მერწყული – ხანდახან უზომოდ ნიჭიერი, ხანაც აბსოლუტურად არაადეკვატური გგონიათ? პატარა მერწყულს ცვალებადი, არაპროგნოზირებადი ხასიათი აქვს. უცნაურად იქცევა და იშვიათად, რომ თქვენი დაჟინებული მოთხოვნა გაითვალისწინოს. ის არ შეგეწინააღმდეგებათ ღიად, არ გამართავს ისტერიკებს – უბრალოდ მაინც იმას გააკეთებს რაც სურს. თქვენი შვილი გასაოცარი გამომგონებლური ტვინის პატრონია, მას სამყაროს არსში წვდომა სწადია. მოუმარაგეთ წიგნები, ტელესკოპი, გლობუსი… იგი არამხოლოდ დედამიწას, მთელ გალაქტიკას შეისწავლის. მისგან შეიძლება უმაღლესი დონის პროგრამისტი ან დიზაინერი გაიზარდოს, ამიტომ ნურც კომპიუტერთან ყოფნას დაუშლით (რა თქმა უნდა, დოზირებულად).