29 სექტემბრიდან 25 ნოემბრამდე ჩვენი პლანეტის თანამგზავრი ორი მთვარე იქნება. უფრო ზუსტად კი, მთვარესთან ერთად ასტეროიდიც გამოჩნდება, რომელსაც ასტროლოგები ასევე “მთვარეს” უწოდებენ. ამ პერიოდში კონფლიქტების რისკი იზრდება. შესაძლოა, მცირე კამათიც კი დიდ დაპირისპირებაში გადაიზარდოს, გაგვიჭირდეს ერთმანეთის გაგება, შეფერხდეს ჩვენი გეგმები და მომატებული შფოთვა და ემოციურობა ვიგრძნოთ.
როგორც ასტროლოგები ამბობენ, განსაკუთრებულ გავლენას სასწორის, ვერძის, კირჩხიბისა და თხის რქის ნიშნის წარმომადგენლები იგრძნობენ. ყურადღებით იყავით, რადგანაც შესაძლოა, ეს პერიოდი თქვენთვის საზიანო აღმოჩნდეს. ხშირმა კონფლიქტებმა და უხასიათობამ საყვარელ ადამიანებთან დაგაშოროთ და სამსახურშიც პრობლემები შეგექმნათ.
როგორც ასტროლოგები ამბობენ, სასწორებს წარსულში დატოვებული საკითხები კვლავ მთელი ძალით დაუბრუნდება და პირად ურთიერთობებზე განსაკუთრებით ნეგატიურად აისახება. ამიტომ, სასწორებო, ყურადღებით იყავით და ვიდრე რაიმე გადაწყვეტილებას მიიღებთ, აუცილებლად კარგად დაფიქრდით.
უკომპრომისობა და საკუთარი მიზნების ნებისმიერ ფასად მიღწევის სურვილი ვერძებს განსაკუთრებით დააზიანებთ. მნიშვნელოვანია, სხვა ადამიანების ინტერესებიც გაითვალისწინოთ და გა
იაზროთ შედეგები, თუ რის ფასად გინდათ, კონკრეტული საქმეები მოაგვაროთ ან მიზნებს მიაღწიოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, ბევრი ადამიანიც დაკარგოთ და საქმიან ურთიერთობებშიც პრობლემები შეგექმნათ.