ასტროლოგებმა დაასახელეს ზოდიაქოს ის ნიშნები, რომელთათვისაც ზამთრის მეორე თვე ფინანსური თვალსაზრისით განსაკუთრებით წარმატებული იქნება:
სიაში პირველ ადგილს კურო იკავებს. შეუპოვრობის, შრომისმოყვარეობისა და მიზანდასახულობის წყალობით, კუროს ნიშნის წარმომადგენლებს კარიერული წინსვლა და მოულოდნელი შეთავაზება ელოდებათ, რაც ფინანსური თვალსაზრისით, მათთვის განსაკუთრებით მომგებიანი იქნება.
მეორე ნიშანი ქალწულია. ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლებს თებერვალში ფინანსური სიურპრიზი ელოდებათ. ეს შესაძლოა, დაწინაურებას, ხელფასის მომატებას, ახალი საქმის განხორციელებას ან მოულოდნელ ჯილდოს უკავშირდებოდეს.
მესამე იღბლიანი ნიშანი, ასტროლოგების თქმით, მორიელია. მორიელის ნიშნის წარმომადგენლებს აქვთ შესაძლებლობა, თებერვალში ფინანსურად დაწინაურდნენ. ეს დაწინაურება კი მოულოდნელად გაჩენილ შესაძლებლობებს დაუკავშირდება.
მეოთხე ნიშანი თხის რქაა. როგორც ასტროლოგები ამბობენ, თხის რქის ნიშნის წარმომადგენლების ფინანსური მდგომარეობაც მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება და თებერვალში მათ ამ კუთხით სასიამოვნო სიახლეები ელოდებათ.