ზამთარი დასასრულს უახლოვდება და დიდი ხნის ნანატრი მზიანი დღეები და დათბობა გველოდება. როგორც ასტროლოგები ამბობენ, თებერვლის ბოლოს ყველა ადამიანი ძალისა და ენერგიის, შთაგონებისა და მოტივაციის მომატებას იგრძნობს. ეს პერიოდი განსაკუთრებით ხელსაყრელი კი ზოდიაქოს 5 ნიშნისთვის იქნება:
ვერძი
თქვენთვის თებერვლის ბოლო წლის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პერიოდი იქნება. როგორც ასტროლოგები ამბობენ, ცხოვრების ყველა სფეროში დიდი წარმატება, აღიარება, ფინანსური ზრდა და სტაბილურობა, თვითგანვითარების შესაძლებლობა გელოდებათ. ახალი ურთიერთობები, კომუნიკაცია, განსაკუთრებული შესაძლებლობები ნამდვილად გაგახარებთ და მოგცემთ მოტივაციას, რომ კიდევ მეტი წარმატების მიღწევა შეძლოთ.
კურო
კუროს ნიშნის წარმომადგენლებს ფინანსური თვალსაზრისით განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და წარმატებული ეტაპი ელოდებათ. ეს შეიძლება იყოს დაწინაურება, ბონუსი, ვალის დაფარვა ან თუნდაც მოულოდნელი მოგება. იღბალი თქვენ მხარესაა. შეგიძლიათ, საკუთარ თავს ოცნებების ასრულების შესაძლებლობა მისცეთ, დაგეგმოთ სასურველი მოგზაურობა ან შეიძინოთ ის, რაც დიდი ხანია, გინდათ.
რჩევა: ნუ შეგეშინდებათ რისკების აღების. წარმატება თქვენ მხარესაა.
ლომი
თქვენი ცხოვრების მთავარი ვარსკვლავი თავად ხართ და თებერვლის ბოლო პერიოდი ამას კიდევ ერთხელ შეგახსენებთ. ახალი შესაძლებლობები, საინტერესო ნაცნობობა, მომგებიანი შეთავაზებები გელოდებათ. გაქვთ შანსი, ყველა ის საქმე, რაც წამოიწყეთ, წარმატებით დაასრულოთ. ეს კი კიდევ მეტ მოტივაციას მოგცემთ. პირად ცხოვრებაში ჰარმონია და სასიამოვნო სიახლეები გელით.
რჩევა: გახსოვდეთ თქვენი უნიკალურობა და საკუთარი შესაძლებლობების დაიჯერეთ.
მორიელი
მორიელებისთვის ეს პერიოდი მშვიდი, მაგრამ საკმაოდ წარმატებული იქნება. მიუხედავად იმისა, რომ განსაკუთრებულ კარიერულ წინსვლას ან პირად ცხოვრებაში რადიკალურ ცვლილებებს არ ველოდებით, თებერვლის ბოლო დიდი ხნის ნანატრ სტაბილურობას მოგიტანთ. იგრძნობთ, რომ ყველაფერი ლაგდება და ის, რაც აქამდე ქაოტურად გამოიყურებოდა, გაშფოთებდათ და წინსვლაში ხელს გიშლიდათ, საბოლოოდ ლოგიკურ დასასრულამდე მიდის.
რჩევა: ნუ აჩქარდებით. ისიამოვნეთ სტაბილურობითა და სიმშვიდით.

































































