2025 წლის აგვისტო არის თვე, როდესაც თქვენს ცხოვრებას, გარკვეულ ჩვევებსა და კომუნიკაციას უნდა გადახედოთ, აღმოაჩინოთ, რა გიშლით ხელს წინსვლასა და წარმატებაში და თვითგანვითარებაზე იზრუნოთ.
9 აგვისტოს სავსე მთვარეა. სავსე მთვარეს პლანეტა ურანი მართავს და თითოეულ ადამიანს აძლევს შესაბამის ენერგიას, რომ ცხოვრების განახლებული ეტაპი დაიწყონ. მაგია უკვე დაწყებულია. დიდი აღმოჩენებისთვის მოემზადეთ… გახსოვდეთ, რომ სავსემთვარეობის კვირა ყოველთვის გამოავლენს იმას, რაც აქამდე დაფარული იყო.
აღსანიშნავია, რომ 9 აგვისტოს სავსე მთვარეს კარმული გავლენა აქვს და ააქტიურებს იმ საკითხებს, რომლებსაც რაღაც ეტაპზე ყურადღება არ მივაქციეთ ან წარსულში გაუაზრებლად დავტოვეთ.
როგორც ასტროლოგები ამბობენ, 9 აგვისტოს სავსე მთვარე ადამიანებს აჩვენებს, რაზე უნდა გაამახვილონ ძირითადი ყურადღება, რომ წარმატებას მიაღწიონ და ასევე, რას უნდა შეელიონ საბოლოოდ.
სავსე მთვარე ზოდიაქოს ამ 6 ნიშნის წარმომადგენლებზე კარმულად იმოქმედებს და განსაკუთრებულ გავლენას მოახდენს:
ლომი და მერწყული
შესაძლოა, ამ დღეს თვითშეფასებასთან, აღიარებასთან დაკავშირებული შეზღუდვები გამოვლინდეს, მაგრამ ამავდროულად, ეს უნიკალური შანსია, იპოვოთ თქვენი ნამდვილი ,,მე“, გათავისუფლდეთ წარსულისგან, ნეგატივისგან და ყოველდღიურობა გაიუმჯობესოთ.


































































