მერწყული
ადამიანები, რომლებიც დაიბადნენ მერწყულის ნიშნის ქვეშ, არიან რაციონალურები, ინტელექტუალურები და დამოუკიდებლები. დიდად ემოციურები არ არიან და ზოგადად, ცდილობენ, თავი აარიდონ ემოციურ სტრესებს. მერწყული საკმაოდ დამოუკიდებელია და საკუთარ თავსაც დიდ პატივს სცემს. მერწყული არავის მისცემს უფლებას, მიიღოს მის მაგივრად გადაწყვეტილება. თქვენ მუდამ შეგიძლიათ ენდოთ მათ. ისინი არასდროს გიღალატებენ.
მერწყულები არიან მშვიდები და თავმდაბალი ადამიანები, მაგრამ ეს მხოლოდ გარეგნულად! რეალურად, მათში ენერგია დუღს. მათი ანალიტიკური ტვინის და ხედვის წყალობით, მერწყულს შეუძლია კარგად განსაზღვროს მომავალი. ამიტომ იშვიათად ცდება. ასევე, ისინი ძალიან კრეატიულები არიან.
სასწორი
სასწორი ცნობილია, როგორც ერთ-ერთი ყველაზე მერყევი ხასიათის ნიშანი და ამავდროულად, ის ყველაზე ბრძენი და ჭკვიანი ნიშანია. რაციონალური, ნაზი, კეთილი და ძალიან კონტაქტური. ნებისმიერ კომპანიაში თავს ისე გრძნობს, როგორც თევზი წყალში. ასევე, წლებთან ერთად, მასში მძლავრობს სამართლიანობის განცდა. ადამიანები, რომლებიც ამ ნიშნის ქვეშ არიან დაბადებულები, საკმაოდ კარგად ხედავენ სხვა ადამიანებს. ამიტომ ნუ მოატყუებთ მათ. მიდრეკილები არიან პერფექციონიზმისკენ. მათ მიერ შესრულებული სამუშაო უნაკლოა. თუ სასწორი ვინმეს რჩევას აძლევს, დარწმუნებული იყავით, რომ მისი რჩევა ზუსტი და შესაბამისია, გამოსადეგი და გასათვალისწინებელი. სასწორები ხშირად ხდებიან ადვოკატები, მოსამართლეები, დიპლომატები და სხვა სახელმწიფო მოხელეები.
ავტორი