ასტროლოგები ასახელებენ ზოდიაქოს იმ 3 ნიშანს, რომლებიც 2023 წლის ნოემბერში შედარებით ფრთხილად უნდა იყვნენ და სხვადასხვა საკითხის მიმართ ყურადღება გამოიჩინონ:
ვერძი
ასტროლოგების თქმით, უკვე დადგა დრო, რომ ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლებმა სულიერ ჭრილობებს მიაქციონ ყურადღება. შესაძლოა, სამსახურის, სწავლისა თუ ყოველდღიურობის ფონზე, თქვენი ემოციური მდგომარეობა გვერდზე გადადეთ და არსებული რესურსის გამოყენებას ცდილობდით. თუმცა, ნოემბერში მნიშვნელოვანია, საკუთარ თავზე ზრუნვა აღარ გადადოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ემოციური არასტაბილურობა განსაკუთრებით შეგაწუხებთ, ძალასა და მოტივაციას დაგაკარგვინებთ და ნეგატიურ განწყობას შეგიქმნით. შეეცადეთ, ამ თვის განმავლობაში შინაგანი, თუ გარე კონფლიქტები მოაგვაროთ. დაელაპარაკეთ იმ ადამიანებს, რომლებმაც გული გატკინათ, იმედი გაგიცრუათ. შესაძლოა, ამ საუბარში თქვენთვის მნიშვნელოვანი რამ აღმოაჩინოთ და შედეგის მიღება ასეთი მტკივნეული აღარ იყოს. გამოიჩინეთ გამბედაობა და კომუნიკაციისთვის პირველი ნაბიჯები გადადგით. სხვა შემთხვევაში, თქვენი ემოციური ფონის დასტაბილურება ძალიან გაგიჭირდებათ და მთელი თვის განმავლობაში უარყოფითი განცდები გაგყვებათ.
მორიელი
მორიელებს ნოემბერში გაუჩნდებათ განცდა, რომ ახლა ყველა საქმემ, აქტივობამ ერთად მოიყარა თავი და თავისუფალი დროის განსაზღვრება აღარ არსებობს. ეს კი შესაძლოა, მომატებული შფოთვისა და ემოციურობის წინაპირობა გახდეს. შესაძლოა, ამ თვეში ბევრ ღონისძიებაზე წასვლა, უფრო დატვირთული სამუშაო გრაფიკი, გადამეტებული ყურადღება შეგხვდეთ. ამან კი კომფორტული მდგომარეობიდან გამოგიყვანოთ და გარკვეული არჩევანის წინაშე დაგაყენოთ. ცვლილებები და სიახლეები, კარგია, თუმცა, მოგიწევთ, პრიორიტეტები გადაანაწილოთ. ასტროლოგების მთავარი რჩევაა, რომ დრო საკუთარ თავსაც დაუთმოთ და ყოველდღიურ რუტინასა და ვალდებულებებში თქვენი სურვილები არ ჩაგეკარგოთ. დაისვენეთ, განიტვირთეთ, დაალაგეთ პრიორიტეტები. სხვა შემთხვევაში, ემოციურ არასტაბილურობასთან გამკლავება გაგიჭირდებათ.