ვერძებს საჭმლის კეთება დიდად არც ეხალისებათ და არც ხიბლავთ, ამიტომ მათთვის ე.წ „ფასთ ფუდის“ საკვები ყველაზე საყვარელი კერძია
აი რაც შეეხება კუროს. ამ მხრივ პირიქითაა საქმე. კურო სახლში მომზადებული კერძის დიდი გულშემატკივარი, განსაკუთრებულად კუროებს ხორცეული და მისგან მომზადებული კერძები უყვართ.
ტყუპებს ცნობისმოყვარე ბუნება ეგზოტიკური კერძის გასინჯვისკენ უბიძგებს. თუმცა ამ ნიშნის წარმომადგენლებს ყველაზე მეტად სალათები და სხვადასხვა სასუსნავი იზიდავთ.
კირჩხიბის ხასიათი და კვება, პირდაპირ კავშირშია ერთმანეთთან. ამიტომ კიბოს ყველანაირი საჭმელი უყვარს. ამასთან ერთად, ტიპიური კიბო არასოდეს გადაყრის საკვებს, ეს მისთვის ნერვოზის ტოლფასია.
ლომს ყველაფერი მდიდრული უყვარს, ამიტომ ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულებს ხორცეულისგან მომზადებული კერძებისკენ აქვთ განსაკუთრებული მიდრეკილება. სხვადასხვა სახის ლორი, ძეხვეული, მწვადი. აი ლომის საყვარელი საკვები.
ქალწული განსაკუთრებით პრეტენზიულია საკვების მიმართ. ეს ადამიანები არასოდეს მიირთმევენ ისეთ რამეს რომლის მომზადების ტექნოლოგიაში გარკვეული არ არიან. უფრო მეტიც, ქალწულთა დიდი ნაწილი სულაც ვეგეტარიანელია.
სასწორის მთავარი სისუსტე ტკბილეულია. ნებისმიერი სასწორისთვის ნამცხვარი, შოკოლადი, მუსი და ნაყინი დღიური მენიუს ყველაზე საყვარელი ნაწილია.
მორიელი. მწარე, მჟავე, ცხარე კერძები აუცილებელია ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენელთა მენიუში. ამასთან ერთად ალკოჰოლის სოლიდური დოზაც აუცილებლად ესაჭიროებათ მორიელებს სრული იდილიისთვის.
მშვილდოსანს ეგზოტიკა იზიდავს, აქედან გამომდინარე სხვადასხვა ქვეყნების სამზარეულოს დატესტვაზე ეს ხალხი უარს არასოდეს ამბობს. თუმცა ზოგადად თავადაც უყვართ და ეხერხებათ ოჯახის პირობებში გემრიელ კერძების მომზადება და კულინარიული ექსპერიმენტების ტარება.
თხის რქა კვებაში კონსერვატორია. მან აუცილებლად უნდა იცოდეს რისგან და როგორ მომზადდა კერძი რომელსაც მიირთმევს. ამას გარდა მისი მენიუ ტრადიციული პირველი, მეორე კერძებისგან შედგება, თავისი დესერტით.
მერწყული მშვილდოსნის მსგავსად ექსპერიმენტატორია კვების საკითხში. აქედან გამომდინარე, ბევრი მათგანი სიამოვნებით ატარებს სამზარეულოში კულინარიულ ექსპერიმენტებს. ამას გარდა, მერწყულების განსაკუთრებული სისუსტე სხვადასხვა სახის სასუსნავია, ისეთი როგორიცაა ჩირი, თხილეული, ქიშმიში და ა.შ.